“ლივერპულის” მფლობელი ჯონ ჰენრი ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესს ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებას თავისი პირადი თვითმფრინავით სთავაზობს. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
ჰენრის სურს, რომ “ევერტონთან” დერბის წინ, სუარესი “ლივერპულს” დროულად დაუბრუნდეს. მოგეხსენებათ, თავდამსხმელი ურუგვაის ნაკრების განკარგულებაშია და სამხრეთ ამერიკიდან ინგლისში დასაბრუნებლად ხანგრძლივი მგზავრობა ელის.
ცნობისათვის, 20 ნოემბერს, ურუგვაისა და იორდანიის ნაკრებები გაეჯიბრებიან ერთმანეთს.