ფეხბურთი

13:05 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული”: სუარესის ნაცვლად მხითარიანი

ინგლისური “ლივერპული” დონეცკის “შახტარის” შემტევის – გენრიკ მხითარიანის შეძენას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ “ენფილდს” თავდამსხმელი ლუის სუარესი დატოვებს. ამის შესახებ Liverpool Echo იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდელები ურუგვაელის გაყიდვით აღებული ფულის ნაწილს დახარჯავენ მხითარიანის ტრანსფერზე. “ლივერპული” სუარესის გაყიდვას 50 მილიონ გირვანქა სტერლინგად გეგმავს.

რამდენადაც ცნობილია, ინგლისელები მხითარიანში 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელად არიან მზად.

 

0.124982