ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “ლივერპული” ლუის სუარესს იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მსურველი კლუბი 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
ზაფხულში, ლონდონის “არსენალი” ურუგვაელის სანაცვლოდ მერსისაიდელებს 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. “წითლებმა” მაშინაც 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვეს.
სუარესისთვის ბრძოლაში, “არსენალის” მთავარი კონკურენტი მადრიდის “რეალია”.