ფეხბურთი

11:50 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ოსვალდოთი დაინტერესდა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “რომას” თავდამსხმელმა პაბლო ოსვალდომ, შესაძლოა, კარიერა “ნისლიან ალბიონზე” გააგრძელოს.

Football Italia-ს მტკიცებით, არგენტინული წარმოშობის 27 წლის ფეხბურთელი, ზაფხულში იტალიის დედაქალაქს აუცილებლად დატოვებს. გასულ კვირაში ის იტალიის ნაკრებიდან გარიცხეს და კონფედერაციის თასზე აღარ ითამაშებს, იმიტომ, რომ კლუბის დამრიგებლის აურელიო ანდრეაცოლის მიმართ სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა.

სეზონის მსვლელობისას ოსვალდო რამდენჯერმე წაეჩხუბა როგორც თანაგუნდელებს, ასევე გუნდის გულშემატკივრებს. შარშან მან “უდინეზესთან” განცდილი მარცხის შემდეგ გასახდელში ერიკ ლამელს დაარტყა. მოკლედ, მისი “რომაში” დარჩენა აღარ შეიძლებოდა და მსურველიც მალე გამოჩნდა. ინგლისის “ლივერპული” მას კიდევ ერთი სკანდალური ფორვარდის - ლუის სუარესის შესაძლო შემცვლელად განიხილავს, რომელსაც მადრიდის “რეალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

მიმდინარე სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 29 მატჩში მან 17 გოლი გაიტანა. 27 წლის მოთამაშის შეძენა ლონდონის “ტოტენჰემსაც” სურს.

0.115363