ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა “საუთჰემპტონის” ლიდერის – ადამ ლალანას შეძენას ეცდება. “სკაი სპორტსის” ცნობით, მერსისაიდელებს 25 წლის პლეიმეიკერის გადაბირება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სურთ.
დიდი ალბათობით, ლალანა მუნდიალზე ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გაემგზავრება და არაა გამორიცხული, მისმა სატრანსფერო ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატოს. სადღეისოდ, “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი 15 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ლალანამ 37 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.