“მანჩესტერ სიტის” კოტ დ’ივუარელმა ცენტრალურმა მცველმა, კოლო ტურემ, შესაძლოა, კარიერა “ლივერპულში” განაგრძოს.
როგორც ცნობილია, ჯეიმი კარაგერი პენსიაზე გადის და მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს სურს, რომ ის გამოცდილი მცველით შეცვალოს. ასეთად როჯერსი 32 წლის კოლო ტურეს მოიაზრებს.
პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში, ტურემ მხოლოდ 920 წუთი ითამაშა, რაც საერთო დროის 26 პროტენტია. გასაკვირი არაა, რომ კოტ დ’ივუარელი სათამაშო ადგილის გამოცვლას არ გამორიცხავს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტურეს დამატებით ფრანგული კლუბები, “პარი სენ ჟერმენი” და “მონაკო” იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ თუ Sky Sports-ს დავუჯერებთ, მისთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს.
ინგლისური წყაროს ცნობით, ლივერპულელები ტურეს 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.