ფეხბურთი

16:59 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” და “ტოტენჰემი” ბონისთვის იბრძვიან

 

“სუონსის” ფორვარდ ვილფრიდ ბონის წინადადებები “ლივერპულისგან” და ლონდონის “ტოტენჰემისგან” აქვს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

ლონდონელები კოტდივუარელის სანაცვლოდ 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან, მაგრამ თავად აფრიკელს უეფას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის პერსპექტივა ხიბლავს და “ლივერპულში” თამაში ურჩევნია. მერსისაიდელები “ლივერპულში” გასხვისებული ლუის სუარესის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ კანდიდატად ბონის მიიჩნევენ.

ცნობისათვის, ბონიმ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის ავტორი გახდა.

0.10907