ინგლისის “ლივერპულმა”, ლისაბონის “სპორტინგთან” ახალგაზრდა მცველის, ტიაგუ ილორის სატრანსფერო თანხა შეათანხმა.
პორტუგალიური გამოცემა O Jogo-ს ინფორმაციით, ინგლისელები ილორის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს გადაიხდიან. ეს თანხა, შესაძლოა, სხვადასხვა ბონუსების ხარჯზე გაიზარდოს. გარდა ამისა, თუ პორტუგალიელი “ლივერპულიდან” სხვა კლუბში გაიყიდება, ლისაბონელები სატრანსფერო თანხის ნაწილს მიიღებენ.
განვლილ სეზონში, 20 წლის ცენტრალურმა მცველმა “სპორტინგის” პირველ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა.