ინგლისური “ლივერპულის” ქომაგებმა თავიანთი საყვარელი კლუბის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლუის სუარესი დაასახელეს. ამის შესახებ მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი იუწყება.
ურუგვაელმა მეგოლემ გამოკითხვაში ხმათა 64% მიიღო და კლუბის ორ სიმბოლოს – სტივენ ჯერარდსა და ჯეიმი კარაგერს გადაასწრო. მე-4 ადგილი დანიელ აგერმა დაიკავა, მე-5 – ფილიპე კოუტინიომ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის გასულ სეზონში, სუარესმა 23 გოლი მიითვალა.