ფეხბურთი

12:58 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპის ჯილარდინო ჩინეთში მიჰყავს

“ჯენოას” ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო კარიერას ჩინურ “გუანჩჟოუში” განაგრძობს. იტალიური მედიის ცნობით, ჩინელები იტალიელი თავდამსხმელის ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არიან.

კონტრაქტის გასაფორმებლად მხოლოდ ხელმოწერაღაა დარჩენილი. ხელშეკრულების დეტალები უკვე შეთანხმებულია. ტრანსფერის ინიციატორი “გუანჩჟოუს” იტალიელი თავკაცი მარჩელო ლიპია.

შეგახსენებთ, რომ გუანჩჟოუში ერთი იტალიელი უკვე თამაშობს. იანვარში, ლიპის გუნდს “ბოლონიას” ყოფილმა ნახევარმცველმა ალესანდრო დიამანტიმ მიაშურა.

 

0.120955