ფეხბურთი

12:24 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიამ უკრაინის თასზე იმარჯვა

უკრაინის საფეხბურთო თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, ლუგანსკის “ზორიამ”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია გამოდის, პირველი ლიგის ლიდერი “ოლექსანდრია” სტუმრად 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა. “ზორიამ” გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. საპასუხო მატჩი 29 ოქტომბერს გაიმართება.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურში, “ქიზილქუმი”, სადაც გიორგი კვესიეშვილი ირიცხება, სახლში ტაშკენტის “ლოკომოტოვთან” 2:3 დამარცხდა. ქართველი მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. “ქიზილქუმს” 23 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-8 ადგილზეა.

სამხრეთ აფრიკის პროფესიული საფეხბურთო ლიგის მე-7 ტურში “ბიდვესთ ვითსმა” შინ “ამაზულუს” 2:0 აჯობა. ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე მასპინძელთა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “ვითსი” 13 ქულით 16 გუნდში მესამეა.

0.116259