ფეხბურთი

22:01 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიამ სპარინგში ფოფხაძესა და ძალამიძეს აჯობა

უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე ლუგანსკის “ზორიამ”, სადაც ჯაბა ლიპარტია ასპარეზობს, თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა.

ლუგანსკელებმა 2:1 მოუგეს პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა)  “იაგელონიას”, რომლის ღირსებასაც ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე იცავენ.

ლიპარტიამ მეორე ტაიმი ითამაშა. მის მსგავსად შესვენების მერე გამოჩნდა მოედანზე ფოფხაძე, ხოლო ძალამიძე თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.  

მარიუპოლის “ილიჩივეცმა” ბელარუსის “ტორპედო-ბელაზს” ამხანაგურ შეხვედრაში 3:2 აჯობა. მარიუპოლელებში 20 წლის ცენტრალურმა მცველმა ლევან მახარაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, პირველი ტაიმი ჩაატარა.

0.114281