ფეხბურთი

14:33 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

 

იოახიმ ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. goal.com-ის ცნობით, 53 წლის სპეციალისტი გერმანიის ეროვნულ გუნდს 2016 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს, კერძოდ კონტრაქტს ვადა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდგომ ეწურება. მთავარ მწვრთნელთან ერთად, ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა და მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კეპკემ.

შეგახსენებთ, იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან უდგას სათავეში, ხოლო მანამდე 2004-2006 წლებში იურგენ კლინსმანის ასისტენტად მუშაობდა. ლიოვის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში გერმანიის ნაკრები 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, 2010 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში იტალიასთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103682