გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან ჩატარებული თამაშით კმაყოფილი დარჩა. “ბუნდესმანშაფტმა” საშინაო შეხვედრაში 3:0 იმარჯვა.
“საკვალიფიკაციო რაუნდში გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ამოცანა შევასრულეთ, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. მაგალითად, დაცვაში უფრო საიმედოდ უნდა ვითამაშოთ” – თქვა ლიოვმა ირლანდიასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.