ტურინის “იუვენტუსისა” და ესპანეთის ნაკრების ბასკი თავდამსხმელი ფერნანდო ლიორენტე გაკვირვებულია იმის გამო, რომ ვისენტე დელ ბოსკემ, ტრავმირებული დიეგო კოსტას ნაცვლად, ეროვნულ გუნდში სწორედ მას უხმო.
“ნაკრებში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. გამოძახებას არ ველოდი, ამიტომ, ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო.
სიმართლე ითქვას, ჩემი თანაგუნდელების დონეზე თამაში, ამ ეტაპზე, არ შემიძლია. თუმცა, ჯიუტი ადამიანი ვარ და თავდაუზოგავად ვიმუშავებ იმისთვის, რომ შემადგენლობაში ჩემი ადგილი მოვიპოვო.” – აცხადებს ფერნანდო ლიორენტე, რომელსაც ნაკრების ბოლო 4 მატჩში არ უთამაშია.