საფრანგეთის ლიგა ერთში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „ლიონმა“ ლიდერთან ქულების გათანაბრების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. ბოლო 2 შეხვედრის მომგები გუნდი უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლ „ბრესტს“ ეწვია, მაგრამ რემი გარდის შეგირდები ქულას დასჯერდნენ.
„ფრანსის ლე ბლეზე“ გამართული მატჩის პირველ ტაიმში, უკეთესი შთაბეჭდილება მასპინძლებმა დატოვეს. მათ გოლიც გაიტანეს და რამდენიმე მწვავე კონტრ-შეტევაც განახორციელეს. ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც საჯარიმოს წინა ხაზიდან შაფნის დარტყმის შემდეგ, ვერკუტრმა არცთუ დამაჯერებლად ითამაშა.
„ლიონმა“ მე-2 ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა. მეკარესთან პირისპირ გასულმა ლისანდრო ლოპესმა ცუდად დაარტყა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში მაკონდამ ჩაჭრა. შეხვედრის ბოლო წუთებზე, „ლიონმა“ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ სტუმარი გუნდის შემტევები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. ერთ ეპიზოდში კი, „ბრესტის“ მეკარემ ისეთი ბურთი მოიგერია, რომ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი აღტაცებაში მოიყვანა.
ბოლო ადგილზე მყოფ „ტრუასთან“ გაჭირვებით მოიგო „მარსელმა“. ჟან ფურლანის გუნდი „ველოდრომს“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერიით ესტუმრა. აქედან ბოლო 4 თამაში ფრედ იყო დასრულებული. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 70-ე წუთზე, თავი მარკოსმა გამოიჩინა, მაგრამ 81-ე და 82-ე წუთებზე, მასპინძლებმა 2-ჯერ გაიტანეს. ჯერ ჟარჟამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ერთ წუთში კი, გამარჯვების გოლი ჟინიაკმა გაიტანა.
ბოლო სამ შეხვედრაში უქულოდ დარჩენილ „ბორდოს“ 3-მატჩიანი მოგებათა სერიით უმასპინძლა „ლილმა“ და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის გახსნა სტუმრებმა მოახერხეს, ორივე გუნდის სერია გაგრძელდა. პირველ ტაიმში, პლაზილის მიერ გატანილ თერთმეტმეტრიანს, მე-2 ნახევარში, თითო ზუსტი დარტყმით როდელინმა და კალუმ უპასუხეს.
ბრესტი-ლიონი 1:1 (1:0)
ბრესტი, “ფრანსის ლე ბლე” 11924
ბრესტი (4-1-4-1): ტებო, კულიბალი, ლეჟონი, კანტარი, მაკონდა, სისოკო, რასპენტინო, შაფნი (გრუჟი 45), ლიკა, გუეიე (ტურე 77), აიტე (ლეზუამიე 70).
მწვრთნელი: ლანდრი შაუვინი.
ლიონი (4-2-3-1): ვერკუტრი, რევეილერი, ბისევაცი, ლოვრენი, უმტიტი, მალბრანკი, მვუემბა, ლაკასეტე, გრენიე (ფერი 76), ლოპესი, გომისი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
გოლები: 1:0 შაფნი (8), 1:1 მაკონდა (53, ს.კ.).
გაფრთხილებები: ლეჟონი 69 - გრენიე 72, უმტიტი 90.
მსაჯი: სედ ენჟიმი.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 6 (2)-9 (2), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-1, ჯარიმა: 20-11.
მარსელი-ტრუა 2:1 (0:0)
მარსელი, “ველოდრომი” 32106
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი (დიავარა 85), რომაო, ბარტონი (სუგუ 72), ჯ. აიუ (კადირი 87), ვალბუენა, ა. აიუ, ჟინიაკი.
მწვრთნელი: ელი ბოპი.
ტრუა (4-2-3-1): ტურამ-ულიენი, კოლინი, ჟარჟა, ბრეშე, ნ’საკალა (ბაებეკი 86), ნგოი, ოტონი (ტიაგო 42), ფოსურიე, ნივე, კამუსი (დარბიონი 85), მარკოსი.
მწვრთნელი: ჟან ფურლანი.
გოლები: 0:1 მარკოსი (70), 1:1 ჟარჟა (81, ს.კ.), 2:1 ჟინიაკი (82).
გაფრთხილებები: ჟინიაკი 90+1 - ნგოი 48.
მსაჯი: ლორან დუამელი.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 13 (7)-6 (2), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-6, ჯარიმა: 17-17.
ლილი-ბორდო 2:1 (0:1)
ვილანოვ დ’ასკი, “ლილ მეტროპოლი”
ლილი (4-3-3): ელანა, ბერია, ბაზა, შეჯუ (სიდიბე 68), დინე, ბალმონი, როზენალი (პედრეტი 57), მარტინი, როდელინი (დე მელო 87), კალუ, პაიე.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
ბორდო (4-3-3): კარასო, ფობერი (ბელიონი 81), ენრიკე, პლანუსი, ტრემულინა, პლაზილი, სანე, ობრანიაკი, ტრაორე (პოკო 62), დიაბატე, მორის-ბელეი (ბენ კალფალა 80).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლები: 0:1 პლაზილი (31, პენ), 1:1 როდელინი (59), 2:1 კალუ (72).
გაფრთხილებები: ბერია 30 - ტრაორე 32.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 15 (6)-7 (4), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 7-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 16-14.
ბომბარდირები
იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 22, ობამეიანი („სენტ ეტიენი“) – 15, კვიტანიჩი („ნიცა“), გომისი ("ლიონი") – 12, ალიადიერი („ლორიანი“) – 11, ალესანდრინი („რენი“), ბენ ბაზატი („ტულუზა“), პაიე („ლილი“) – 10.
შემდეგი ტური
8 მარტი
რენი-სენტ ეტიენი.
9 მარტი
პსჟ-ნანსი; აიაჩო-ლორიანი; ტრუა-რეიმსი; ევიანი-სოშო; ბრესტი-ტულუზა; ვალანსიენი-ლილი.
10 მარტი
ნიცა-მონპელიე; ბორდო-ბასტია; ლიონი-მარსელი.