საკუთარ კედლებში ზედიზედ 2 თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, „ლილმა“ მოგება მოახერხა, რის შედეგადაც, რუდი გარსიას გუნდი ევროსაგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.
„ლილს“ 3 ქულა სალომონ კალუსა და დიმიტრი პაიეს კარგმა თამაშმა მოუტანა. პირველმა მათგანმა დუბლი გაიფორმა, ხოლო მეორემ აქტივში გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა. როდელინის გადაცემით კიპერთან პირისპირ გასულმა კალუმ აგასა მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაიტნა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, პაიემ საჯარიმოს წინა ხაზიდან დაარტყა და ეფექტური გოლით, სხვაობა სოლიდური გახადა. 77-ე წუთზე, პაიეს გადაცემის შემდეგ, საჯარიმოს წინა ხაზიდან უკვე კალუმ გაიტანა.
ლილი-რეიმსი 3:0 (1:0)
ვილანოვ დ’ასკი, “გრანდ სტად ლილ მეტროპოლი”
ლილი (4-3-3): მუკო, ბერია, ბაზა, შეჯუ, დინე, ბალმონი (გუეიე 89), მავუბა, მარტინი, როდელინი (ორიჟი 71), კალუ (რუ 90), პაიე.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
რეიმსი (4-2-3-1): აგასა, სინიორინო, ტალაკფრედი, ვებერი, სუარე, რამარი, კა (დე პრევილი 13/უალი 64), აიტე, დევო, დიეგო, კურტე.
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
გოლები: 1:0 კალუ (20), 2:0 პაიე (49), 3:0 კალუ (77).
გაფრთხილებები: ბალმონი 32, ბერია 64 - სუარე 37, დიეგო 45, დევო 83.
მსაჯი: ბენუა მილო.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 17 (5)-9 (0), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 1-7, სეივი: 0-1, ჯარიმა: 15-15.