ფეხბურთი

1:15 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა ერთი ექსჩემპიონისა და ჩემპიონის მატჩით გაიხსნება

საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ ქვეყნის ჩემპიონატის 2013-2014 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა, რომ 9 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20 საათსა და 45 წუთზე, გახსნით მატჩში, ერთმანეთს გასული 2 გათამაშების გამარჯვებული, “მონპელიე” და “პარი სენ ჟერმენი” დაუპირისპირდებიან. თამაში მონპელიეში გაიმართება.

საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტები პსჟ და “მონაკო” არიან. ეს გუნდები ერთმანეთს მე-6 ტურში, 22 სექტემბერს, პარიზში და 24-ე ტურში, 8 თებერვალს, მონაკოში შეხვდებიან.

საფრანგეთის ჩემპიონატის 2013-2014 წლების სეზონის სრული კალენდარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109416