ჭადრაკი

14:36 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერს ქულით ჩამორჩებიან

გრონინგენის საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, 6.0 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა ჰოლანდიელი ერვინ ლ’ამი (2645), რომელიც უახლოეს მდევრებს 0.5 ქულით უსწრებს.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი შოთა აზალაძეს (2482) და ზურაბ ჯავახაძეს (2451) გააჩნიათ. მათ შვიდ ტურში 5.0-5.0 ქულის მოგროვება მოახერხეს და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-13 და მე-14 ადგილებზე იმყოფებიან.

დავით ლობჟანიძე (2445) 4.0 ქულით 29-ე პოზიციაზე გახლავთ, ხოლო გიორგი ხელაია (2110) 2.5 ქულით 84-ე საფეხურზეა.

გრინინგენის ტურნირი 30 დეკემბერს დასრულდება.

0.114929