გუშინ საღამოს ფლორენციის “ფიორენტინას” სერბი ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი კლუბის ოფისს ეწვია და თანაგუნდელებს დაემშვიდობა.
B92-ის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, მის გახანგრძლივებას არ აპირებს და რათა კლუბმა შემოსავალი არ დაკარგოს, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სხვა გუნდში გაიყიდება.
ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა სერბი კარიერას “რომაში” გააგრძელებს, რომელიც ადემში ერიკ ლამელის პოტენციურ შემცვლელს ხედავს. ლამელი კი, შესაძლოა “ტოტენჰემში” გადავიდეს.
რომაელებს ლიაიჩში “მილანი” ეცილება, თუმცა ის “ფიორენტინას” ისეთ სატრანსფერო პირობებს ვერ სთავაზობს, როგორსაც რომაული კლუბი.