ფეხბურთი

15:27 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის ტიტულები სურს

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას ტიტულების მოპოვების სურვილით ამართლებს. პოლონელი მიიჩნევს, რომ "რეკორდმაისტერთა" რიგებში მედლების კოლექციას უფრო გაამდიდრებს.

"ჩემი მიზანია მოვიგო და შევაგროვო დიდი ტიტულები. ამის შესაძლებლობა "ბაიერნში"  ნამდვილად მექნება. თასის ფინალში წაგებამ დამამწუხრა, მინდოდა კლუბიდან ტიტულით წავსულიყავი. როცა კლუბიდან ძლიერი ფეხბურთელი მიდის, ხელმძღვანელობამ იცის თუ რომელი ფეხბურთელი შეცვლის ასე, რომ "დორტმუნდს" წარმატება მინდა ვუსურვო" _ განუცხადა გერმანულ bild-ს პოლონელმა ფეხბურთელმა.

ცნობისთვის, რობერტ ლევანდოვსკიმ დორტმუნდის "ბორუსიის" მაისურით 4 სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე 192 მატჩი ჩაატარა და 106 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

 

0.114392