ფეხბურთი

19:52 | 24.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ “ჩელსი”, “რეალი” და “მანჩესტერი” უარყო

გერმანული “დორტმუნდის” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ იმ კლუბებზე ისაუბრა, რომელთაც მისი შეძენა სერიოზულად ჰქონდათ გადაწყვეტილი. როგორც ირკვევა, პოლონელის ყიდვა “მანჩესტერს”, “ჩელსისა” და “რეალს” სურდათ.

“მოურინიოსთან პირადი საუბარი მქონდა და დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ გეტყვით, რომ მასთან კონტაქტი მქონდა. მისი ტელეფონის ნომერი ახლაც მიწერია.

წელიწადის წინ, ალექს ფერგიუსონსაც ვესაუბრა. შოტლანდიელმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა. მის წასვლას ჩემთვის ინგლისში გადაბარგების სურვილი არ გაუნელებია, მაგრამ ახლა იქ გადასასვლელად შეუფერებელი მომენტი იყო. ვიცი, რომ დიდ კლუბში გადასვლამდე “დორტმუნდში” კიდევ უნდა მივაღწიო წარმატებებს.

რაც შეეხება “რეალს”, მადრიდელებთან საუბარი “ბერნაბეუს” გასახდელთან ახლოს, ოფისში მქონდა. ეს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩის შემდეგ იყო. პირადპირ გეტყვით, ესპანელებთან ნამდვილად ხანგრძლივი საუბარი მქონდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ძირითადად ფლორენტინო პერესს ვუსმენდი”, - განუცხადა ლევანდოვსკიმ შკყ შპორტს-ს.

მოგეხსენებათ, პოლონელმა იურგენ კლოპის გუნდში კიდევ ერთი სეზონის გატარება არჩია. 

 

0.119403