“დორტმუნდის” პოლონელი ვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი აცხადებს, რომ მისმა კლიენტმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ცეზარი კუხანსკი ასევე მიგვანიშნებს, რომ 24 წლის ფეხბურთელი “დორტმუნდში” არ დარჩება.
“ლევანდოვსკიმ, თავის მომავალთან დაკავშირებით, გაფაწყვეტილება უკვე მიიღო. მხოლოდ მან იცის, როდის გაახმაურებს თავის არჩევანს.
მათ, ვინც ლევანდოვსკის კარიერას თვალს ადევნებს, კარგად იციან, რომ ის ერთ კლუბში 2 წელზე მეტხანს არ ჩერდება. “დორტმუნდში”, მან უკვე მთელი 3 წელი გაატარა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ვგულისხმობ.” – ციტირებს ლევანდოვსკის აგენტის, ცეზარი კუხანსკის სიტყვებს Sky Sports-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის თავდამსხმელის შეძენით “მანჩესტერი” და “ბაიერნი” სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. დიდი ალბათობით, რომელიმე მათგანთან, პოლონელს შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.