გერმანული “დორტმუნდის” ერთ-ერთმა ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს.
“ჩემი გული 100%-ით “დორტმუნდს” ეკუთვნის. სხვადასხვა ჭორები და საუბრები ჩემი მომავლის შესახებ არ მაინტერესებს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ “დორტმუნდთან” ერთად წარმატებას მივაღწიო”, - განუცხადა ლევანდოვსკიმ Bild-ს.
რამდენადაც ცნობილია, ლევანდოვსკის გადაბირება “ჩელსის”, “მანჩესტერსა” და “ზენიტს” სურთ.