“დორტმუნდის” შეტევის ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “შახტართან” დიდი სხვაობით მოგება (3:0) კანონზომიერია და გერმანელებს მეტი გოლის გატანაც შეეძლოთ.
“შესანიშნავია, რომ ძალიან კარგ თამაშში 3:0 მოვიგეთ. ვფიქრობ, პირველიდან ბოლო წუთამდე მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით. ყველას დავანახეთ, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს. 3-ჯერ გავიტანეთ, მაგრამ მეტიც შეგვეძლო, რადგან კიდევ არაერთი მომენტი შევქმენით.
ახლა, კენჭისყრის წინ, დასვენების საშუალება გვაქვს. შემდეგ ეტაპზე, შესაძლოა, “შალკე” ან “ბაიერნი” შეგვხვდეს. ყველაფერი შესაძლებელია. ტურნირზე სუსტი მეტოქე აღარ დარჩა.
“რეალი”? რატომაც არა. ჩვენ მაღალი დონის გუნდი გვყავს, რომელსაც ფინალში გასვლის შანსი აქვს. კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება და ვნახოთ, რა მოხდება.” – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.