მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “დორტმუნდის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის “ბაიერნში” არ გადავა. დიდი ალბათობით, 24 წლის პოლონელი მომდევნო სეზონსაც იურგენ კლოპის გუნდში გაატარებს.
“ლევანდოვსკი “ბაიერნში” არ ითამაშებს. ამას თავად ფეხბურთელის წარმომადგენლებიც დაადასტურებენ. ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია”, - განაცხადა დორტმუნდელთა წარმომადგენელმა ჰანს-იოჰიმ ვაცკემ Kicker-თან საუბარში.
საგულისხმოა, რომ ლევანდოვსკის “დორტმუნდთან” კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება. ამგვარად, შესაძლოა, დორტმუნდელებს პოლონელის უფასოდ დათმობა მოუწიოთ.