გერმანული “დორტმუნდის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის “ბაიერნში” 2014 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ამის შესახებ ფრანგული პრესა იუწყება.
ამგვარად, 24 წლის პოლონელი იურგენ კლოპის გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება. ჯერჯერობით, ზემოთთქმულ ინფორმაციას არცერთი კლუბი ადასტურებს, მაგრამ “დორტმუნდის” პრეზიდენტმა რაინჰარდ რაუბალმა უკვე განაცხადა, რომ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი არაა.
ცნობისათვის, ლევანდოვსკი დორტმუნდელთა ღირსებას 2010 წლიდან იცავს. პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდის გადაბირებით “მანჩესტერ იუნაიტედიცაა” დაინტერესებული.