კალათბურთი

14:04 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი სტუდენტური ლიგის გენერალურ დირექტორს ვიქტორ ტკაჩენკოს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში საერთაშორისო სტუდენტური ლიგის გენერალურ დირექტორს ვიქტორ ტკაჩენკოს უმასპინძლა. მინისტრისა და ვიქტორ ტკაჩენკოც შეხვედრას საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ლექსო გუგავა და “კალათბურთელთა კავშირის" თავმჯდომარე მიხეილ ახვლედიანიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოში საკალათბურთო სტუდენტური ლიგის დაფუძნებაზე ისაუბრეს, რომელიც 15 ოქტომბერს სპორტის სასახლეში დაიწყება. სტუდენტური ლიგის დაფუძნების ორგანიზატორები “კალათბურთელთა კავშირი” და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციაა. საერთაშორისო სტუდენტური ლიგის გათამაშებაში 13 ქვეყნის (საქართველო, ინგლისი, შვედეთი, ხორვატია, სლოვენია, სერბეთი, რუსეთი, ესტონეთი, ლატვია, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და ბელარუსი) გუნდი მონაწილეობს.

ლიგაში თამაშის უფლება საქართველოდან სტუ-მ მოიპოვა, როგორც 2012-13 წლების სტუდენტთა პირველობის გამარჯვებულმა. ლიგაში მოთამაშე გუნდები ექვსგუნდა ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ.

სტუ-თან ერთად ქვეჯგუფში ხარკოვის, კიევის (ორივე უკრაინა), მგუს (მოსკოვი) და როსტოვის ორი უნივერსიტეტის (ყველა რუსეთი) წარმომადგენლები ითამაშებენ. მატჩები მიმოსვლითი სისტემით ჩატარდება. აღნიშნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება აქვთ 25 წლამდე ასაკის სტუდენტებს. შეიძლება 27 წლამდე ასაკის ორი სპორტსმენის დამატებაც.

ლიგის გამარჯვებული, პრიზის სახით 2013-14 წლების ევროლიგის ოთხთა ფინალზე დასწრების საგზურს მიიღებს, რომელსაც მილანი უმასპინძლებს. საერთაშორისო სტუდენტური ლიგის გახსნითი მატჩი 15 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც ერთმანეთს სტუ და მგუ (რუსეთი) შეხვდებიან.

 

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.117971