სხვა

15:31 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი სამთო მოთხილამურეების ნაკრებს შეხვდა

3 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების შეკითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და სამთო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ცაგარელმა, ასევე ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ლაზარინიმ უპასუხეს.

პრესკონფერენციის თემა საქართველოს ნაკრები გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობა და 2014 წლის საქართველოს თასის გათამაშება გახლდათ. 9 იანვარს, საქართველოს ნაკრები გუნდი ევროპაში გაემგზავრება. ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

სამთო მოთხილამურეებიდან სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიები ალექსი ბენიანიძეს, იასონ აბრამაშვილს და ნინო წიკლაურს აქვთ მოპოვებული, ჯაბა გელაშვილი კი ლიცენზიის მოსაპოვებლად ჯერ კიდევ იბრძვის.

2014 წლის ზამთრის სეზონის საქართველოს თასის გათამაშების ეტაპები წლეულს ბაკურიანში, გუდაურში და მესტიაში ხუთ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი იანვრის შუა რიცხვებში გუდაურში იგეგმება. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ყველა ეტაპის შესახებ მოამზადებს საინფორმაციო ფილმს, რომელიც საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ტელევიზიაში რეგულარულად გაშუქდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115931