ფეხბურთი

13:47 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი 27 აპრილს თბილისში ჩამოვა

ლევან კობიაშვილი კვირას, 27 აპრილს თბილისში ჩამოვა და “ევროპის თასი – საქართველოს” ნახევარფინალებსა და ფინალს დაესწრება. როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, 2001 წელს დაბადებულთა შორის 44 გუნდი მონაწილეობდა ამ ფესტივალზე და დარჩა ფინალური ეტაპის 8 მონაწილე. 26 აპრილს ჯგუფური მატჩები გაიმართება, 27-ში კი – ნახევარფინალები და ფინალი. გამარჯვებული გუნდი კი ბერლინში წავა საერთაშორისო ტურნირზე. ამ ტურნირზე ერთი ქართული გუნდის გამგზავრებაზე “კობი და მეგობრებმა” იზრუნეს.

რადგან კობიაშვილის თემაა, აქვე ვთქვათ კახა კალაძის განცხადებაზე, რომელიც მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გააკეთა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე კენჭს იყრისო.

“მსოფლიო სპორტი” ლევანს დაუკავშირდა, რომელმაც დაკონკრეტებისგან ჯერ თავი შეიკავა:

“წინასწარ არ მინდა საუბარი. “დორტმუნდთან” კარიერის ბოლო მატჩს ჩავატარებ და შემდეგ საქართველოში დავბრუნდები, სადაც ყველაფერს ვიტყვი, რასაც ვაპირებ. ის, რომ ქართულ ფეხბურთის განვითარებისთვის ვიმუშავებ, ადრეც არაერთხელ მითქვამს”.

“ჰერტა” ბუნდესლიგაში შაბათს ჩაატარებს 32-ე ტურის მატჩს, კერძოდ, შინ “ბრაუნშვაიგთან”. ლევანმა გვითხრა, რომ შესაძლოა, ამ შეხვედრაში ითამაშოს. წინა ტური მან მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.     

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13479