კალათბურთი

17:09 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ცეკვავამ “რუსთავში” დაბრუნება გადაწყვიტა

 

სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, “ქუთაისი-2010”-ის აწ უკვე ყოფილმა წევრმა, უკანახაზელმა ლევან ცეკვავამ (12.03.87, 187 სმ) მშობლიურ კლუბში, სუპერლიგის მონაწილე “რუსთავში” დაბრუნება გადაწყვიტა.

ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ცეკვავა “რუსთავის” საკალათბურთო სკოლის აღზრდილია. ზედიზედ სამი საკალათბურთო სეზონის შემდეგ, 2010-11 წლების საკალათბურთო სეზონისთვის, ცეკვავა “ქუთაისი-2010”-ში გადავიდა და ზედიზედ ორი სეზონი ამ გუნდში გაატარა. შემდეგ ისევ “რუსთავში” დაბრუნდა, შემდეგ ისევ “ქუთაისში”, ახლა ისევ “რუსთავში”. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, ცეკვავა ისევ “ქუთაისი-2010”-ში გადავიდეს.

0.118996