ინგლისის “მანჩესტერ სიტის” მცველმა ჯოლეონ ლესკოტმა კლუბის ხელმძღვანელობას მიანიშნა, რომ დროა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდნენ.
“არაერთხელ მითქვამს, რომ მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკეთესი არაფერია. თუ დავიწყებთ მოლაპარაკებას, ახალ კონტრაქტს ხელს დიდი სიამოვნებით მოვაწერ” - განუცხადა Sky Sports-ის ჟურნალისტს ლესკოტმა.
“სიტის” საჩემპიონო სეზონში, ის კომპანისთან წყვილში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გასულ სეზონში სხვადასხვა მიზეზების გამო პოზიციები დათმო და მოედანზე პრემიერლიგის მხოლოდ 26 მატჩში გავიდა. ამჟამად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ძირითად ფეხბურთელებად ნასტასიჩისა და კომპანის წყვილი მიიჩნევა. ამასთან, “ქალაქელები” დემიკელისის შეძენას გეგმავენ და “პორტუსთან” მანგალას ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებას. ამრიგად, ლესკოტს ძირითად შემადგენლობაში ხშირად მოხვედრის შანსი მკვეთრად უმცირდება. თუმცა, თავად 31 წლის ინგლისის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი სხვა აზრისაა:
“თითქმის მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც “სიტიში” ვთამაშობ, მუდამ ისმოდა მსგავსი სპეკულაციები, რომ კლუბი დღე-დღეზე იყიდდა ახალ მცველს. წელსაც არაფერი შეცვლილა - კვლავ ისმის სპეკულაციები და მე კვლავ ვიღებ ამ გამოწვევას. მსურს, რომ დავრჩე და გუნდის ნაწილი ვიყო, თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ეს ბიზნესია და თუ წასვლა მაინც მომიწევს, ამას თავაწეული, ყოველგვარი დარდის გარეშე გავაკეთებ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმსახურებს!
ეკუთვნის კიდეც
)
ეკუთვნის ლესკოტს ახალი კონტრაკტი მითუმეტეს დაცვა პრობლემატურია სიტიში,როცა კომპანი არ არის თორე როცა თამაშობს ლესკოტი ედგება გვერდზე ნასტაშიჩი თუ ბოიატა სულ ერთია
DD
ამას რატომ აქვს ნაავარიები სახე? ..
))
ბავშვობაში 5 წლის რომ იყო ავარიაში მოყვა ამ დღეებში ეწერა ზუსტად მაგაზე სტატია დეილიმეილზე..
ლესკოტი კიარა 1 გოლიც და დარჩა ალკმაარი ევროპა ლიგის მიღმა
