31 წლის ინგლისელი მცველი ჯოლეონ ლესკოტი კარიერას დიდი ალბათობით “ასტონ ვილაში” გააგრძელებს. “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე თავისუფალი აგენტი გახდა, ბირმინგემელთა შეთავაზებაზე სერიოზულად დაფიქრდა და სავარაუდოდ დღე-დღეზე მიიღებს გადაწყვეტილებას. “ასტონ ვილა” მზადაა, სასურველ მცველს ყოველკვირეული ხელფასი - 55 ათასი გირვანქა დაუნიშნოს.
ჯოლეონ ლესკოტმა 2013-14 წლების სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 10 თამაში ჩაატარა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შეძენა თურქულ “ბეშიქთაშსაც” სურს.