თუ ფრანგულ L’Equipe-ს დავუჯერებთ, იტალიური “რომა” ლონდონის “არსენალს” ჟერვინიოს ტრანსფერზე შეუთანხმდა და კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი “ჯალოროსის” უახლოეს მომავალში შეუერთდება.
ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ ჟერვინიოს ტრანსფერთან დაკანვშირებით მოლაპარაკებები დასრულებულია. ივარაუდება, რომ “არსენალი” სწორედ “რომას” შეუთანხმდა, რომელიც ჟერვინიოში 8 მილიონ ევროს იხდის.
ფრანგი ჟურნალისტების ინფორმაციით, აფრიკელი ფეხბურთელი “რომაში” სამედიცინო შემოწმებას უახლოეს მომავალში გაივლის და ოთხწლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.