ფეხბურთი

15:00 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდომ კავანისადმი ინტერესი დაადასტურა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი ლეონარდო არ მალავს, რომ კლუბი “ნაპოლისგან” ედინსონ კავანის შეძენას აქტიურად ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებმა ნეაპოლელებს 26 წლის ურუგვაელის სანაცვლოდ 64 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაც იტალიელთა მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

“ნაპოლის” პრეზიენტ აურელიო დე ლაურენტისს მართლაც მივმართეთ ძალზე საინტერესო წინადადებით კავანის ტრანსფერის თაობაზე. მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. “ნაპოლისთან” აქტიური კონტაქტი გვაქვს და შესაძლოა, უახლოეს დღეებში ამ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურადაც განვაცხადოთ”, - უთხრა ლეონარდომ Il Mattino-ს.

შეგახსენებთ, რომ კავანის ხილვა ლონდონის “ჩელსისაც” სურს.

 

0.110342