ფეხბურთი

18:21 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: “ბერლუსკონისთან კონფლიქტი მქონდა”

“პარი სენ ჟერმენის” სპორტული დირექტორი ლეონარდო აცხადებს, რომ ის თავის ყოფილ კლუბში, “მილანში” არასდროს დაბრუნდება, რადგან “როსონერის” მესაკუთრესთან, სილვიო ბერლუსკონისთან კონფლიქტი აქვს.

“ვფიქრობდი, რომ “მილანში” კარიერის ბოლომდე დავრჩებოდი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ იქ არასდროს დავბრუნდები, რადგან სილვიო ბერლუსკონისთან კონფლიქტი მქონდა.

რომელია იდეალური კლუბი? რომელსაც ჰყავს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც მასიმო მორატია და ისეთი დირექტორი, როგორიც ადრიანო გალიანია.” – აცხადებს ლეონარდო, რომელიც მისი “ინტერის” სპორტული დირექტორის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება – “მორატისთან ხშირად ვკონტაქტობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაბრუნებას ვაპირებთ. გუნდის გაწვრთნა რთულია, მაგრამ ადმინისტრაციული საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ის იდეალურად შემეფერება.” – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდომ ფეხბურთელის კარიერა 2003 წელს, “მილანში” დაასრულა. 2009 წელს, მან ამ გუნდის გაწვრთნას მიჰყო ხელი, მაგრამ წარუმატებლად. ერთი წლის შემდეგ, ბრაზილიელი უკვე “ინტერის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ მან ვერც ამ პოსტზე გაამართლა.

0.119753