ფეხბურთი

21:49 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: "ვალეტას" მოგება, მაისურაძის დებიუტი და სხვები

მალტის "ვალეტამ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ჩემპიონატში - 1:0 სძლია "ბალცანს" და კვლავაც 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბირკირკარას". ნუკრი რევიშვილმა და ოვონიკოკომ შეუცვლელად ითამაშეს, ასევე, დებიუტი ჰქონდა ირაკლი მაისურაძეს, რომელიც 55-ე წუთზე შევიდა მინდორზე. მაისურაძე შედარებით გვიან შეუერთდა "ვალეტას". აქვე ვთქვათ, გადამწყვეტი გოლი 84-ე წუთზე გავიდა.

"ვალეტას" საიტის ცნობით, რევიშვილს ორჯერ მოუწია რთული ბურთის მოგერიება.  

იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" გასვლაზე 0:0 ითამაშა "ტრაპანისთან" და მეორე ადგილზე დარჩა. ლევან მჭედლიძე მე-80 წუთზე შეიყვანეს მინდორზე, ხოლო ირაკლი შეყილაძე განაცხადში არ გახლდათ.

მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლმა" დანიურ "ბრონდბიუსთან" ამხანაგურში 1:2 წააგო. ქართველი მცველი სასტარტოში გახლდათ და 63-ე წუთზე შეცვალეს, როცა სამივე გოლი გასული იყო.

"დნიპრომ" 4:0 სძლია ბულგარულ "ლიუბიმეცს", ოღონდ სანდრო კობახიძესა და ჯაბა კანკავას არ უთამაშიათ. მათ გუშინ ანგოლის კლუბ "ლუანდა ბენფიკასთან" (2:0) ითამაშეს 90 წუთი. ანგოლელების წინააღმდეგ უჩა ლობჟანიძეც ირჯებოდა, თუმცა დღესაც გამოიყვანა ხუანდე რამოსმა – ბოლო 23 წუთი ათამაშა და სხვათა შორის, კონოპლიანკას მეოთხე გოლი  ლობჟანიძის აქტიურობასაც მოჰყვა.

ლადო დვალიშვილის "ლეგიამ" 1:0 სძლია კიევის "დინამოს", თუმცა ქართველ ფორვარდს არ უთამაშია. ვარშაველთა მწვრთნელმა მთლად ოპტიმალური შემადგენლობა არ დააყენა: ლადომ კი წინა დღეს "ოცელულთან" შეხვედრაში (0:2) ითამაშა.  

 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128797