ვარშავის "ლეგიას" ქომაგებმა ლადო დვალიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. საუბარია "ლეგია"-"ოლიმპიას" სათასო შეხვედრაზე, რომელიც ლადოს გუნდმა 4:1 მოიგო. დვალიშვილმა ერთი გოლი გაიტანა და მარეკ საგანოვსკისაც გაატანინა.
ქართველმა ხმების 52 პროცენტი მიიღო, ხოლო საგანოვსკის 32 პროცენტი ერგო.