ფეხბურთი

14:51 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლეგიას” მწვრთნელი: “დვალიშვილისგან მეტს ველი”

ვარშავის “ლეგიას” მწვრთნელი იან ურბანი, ლადო დვალიშვილის თამაშით კმაყოფილი არაა და ქართველის ნაკლოვანებებზე საუბრობს.

“ლადო საკმაოდ დიდხანს ფლობს ბურთს - სწრაფად უნდა გადააწოდოს  თანაგუნდელებს. ზოგჯერ პარტნიორების გარეშე სურს შეტევების დასრულება. ასე რომ, ამ მხრივ სამუშაო გვაქვს. პირდაპირ ვიტყვი: დვალიშვილისგან მეტს ველოდი, მაგრამ ეს მეტი, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება”, – ამბობს ურბანი.

“ლეგიას” კარგი შანსი აქვს საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს. ვარშაველებმა ბუქარესტში 1:1 ითამაშეს “სტიაუასთან” და სამშაბათს შინ აქვთ მატჩი. ისე, “ლეგიამ” ფლეი ოფში სწორედ ქართველის გოლით გააღწია...


0.120913