კალათბურთი

11:33 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსმა ახალი რეკორდი დაამყარა

"მაიამის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ნბა-ს ახალი რეკორდი დაამყარა. ლიგის ისტორიაში იგი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ 6 მატჩში შეძლო 30 ან მეტი ქულის ჩაგდება და თან მეტოქის კალათს 60% სიზუსტით უტევდა - იტყობინება Reuters.
"პორტლენდთან" დაპირისპირებისას (117:104) "ჰიტის" ფორვარდმა თავი 30 ქულით გამოიჩინა, თამაშიდან ჩააგდო რა 15 მცდელობიდან 11. ბოლო ექვს თამაშში იგი მეტოქის კალათს ფანტასტიკური 71%-იანი სიზუსტით უტევს.

გიორგი ბარბაქაძე





სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112733