ფრანგული Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-ს დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ, “რეალთან” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და მომდევნო სეზონიდან, იტალიელი სპეციალისტი მადრიდულ გუნდს უთავკაცებს.
ბოლო დროს, ანჩელოტის “პარი სენ ჟერმენიდან” შესაძლო წასვლის შეხებ ცნობები აქტიურად ვრცელდება. დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს, თანამდებობას დატოვებს “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც.
კარლო ანჩელოტისა და პსჟ-ს შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდის. მხარეებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, თუ მიმდინარე სეზონში პარიზელები ლიგა ერთის საუკეთესო სამ გუნდში მოხვდებიან, რაც მათ თითქმის გარანტირებული აქვთ, ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება. მიუხედავად ამისა, ფრანგი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ანჩელოტიმ საფრანგეთიდან აბარგება და “რეალის” გაწვრთნა გადაწყვიტა.