ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წევრებმა – “კლივლენდმა”, “მინესოტამ” და “ფილადელფიამ” სამმაგი გაცვლა განახორციელეს, რომლის თანახმადაც “კავალიერზი” ფორვარდ კევინ ლავს მიიღებს, “ტიმბერვულვზი” კი – ახალბედა ენდრიუ უიგინსს.
შესაძლოა, ტრეიდში ენტონი ბენეტიც ჩაერთოს, რომელიც “სიქსერზში” გადავა. ამ შემთხვევაში, “მინესოტას” ტადეუშ იანგიც ერგება.
ისიც სათქმელია, რომ უიგინსის გასხვისება მხოლოდ 23 აგვისტოს შემდეგ თუ გაფორმდება, რადგანაც ნბა-ს წესებით, ახალბედასთან განშორება მასთან კონრაქტის გაფორმებიდან 30 დღის თავზეღა შეიძლება.
ისიც ვთქვათ, რომ ESPN-ის ცნობით, კლივლენდელებს ფორვარდ შონ მერიონის გადაბირებაც სურთ. იგი ორშაბათს უკვე ესტუმრა “კავალიერსის” ოფისს და წინასწარი მოლაპარაკებებიც გამართა.
სხვა საქმეა, რომ “დალასის” კალათბურთელით დაინტერესებას “