არგენტინელმა თავდამსხმელმა ეზეკიელ ლავესიმ შეიძლება “პარი სენ-ჟერმენი” დატოვოს. Tmw-ს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელს სერია A-ში დაბრუნება სურს, სადაც 2007-2012 წლებში “ნაპოლის” რიგებში თამაშობდა.
სავარაუდოდ, სწორედ ამ სურვილის გამო არ ჩქარობს ლავესი პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. იტალიური გამოცემების ინფორმაციით კი, არგენტინელის შეძენით “იუვენტუსი” და “ინტერი” არიან დაინტერესებულნი.