“პარი სენ ჟერმენის” არგენტინელი შემტევი ეზეკიელ ლავესი აცხადებს, რომ მომავალში, ის იტალიურ ფეხბურთში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს. 27 წლის ფეხბურთელი კონკრეტულ კლუბსაც ასახელებს – მას “მილანში” თამაშის პერსპექტივა იზიდავს.
“ძალიან ძნელია ისეთი ქალაქის დავიწყება, როგორიც ნეაპოლია. “ნაპოლიში” 5 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და ამის გამო, იქ ბევრი მეგობარი მყავს.
მოვა დრო და სერია A-ში დაბრუნებაზე დავფიქრდები. “მილანი”? ეს გუნდი, შესაძლოა, კარიერის გაგრძელების კარგი ვარიანტი იყოს. “მილანს” გაცილებით მეტი შარმი აქვს, ვიდრე “ინტერს”. – აცხადებს ეზეკიელ ლავესი.