პსჟ-მ გუშინ გასვლაზე “კაენს” 2:0 მოუგო, დედაქალაქელების გამარჯვებით მოპოვებული სიხარული კი არგენტინელი ფორვარდის ესეკიელ ლავესის ტრავმამ გაანელა. პატაგონიელი უკვე 12-ე წუთისთვის შესაცვლელი შეიქნა, L'Equipe-ის ცნობით კი ლავესის დაზიანება სერიოზულია.
გამოცემის ვერსიით ლავესის მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 კვირის გამოტოვება მოუწევს, დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს “ბარსელონას” წინააღმდეგ პარიზელები არგენტინელი თავდამსხმელის გარეშე ჩაატარებენ.