ფეხბურთი

17:15 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაუდრუპი “სუონსის” ვერ შეელია

 

უელსური “სუონსის” მთავარმა მწვრთნელმა მიქაელ ლაუდრუპმა დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს მის გადაბირებას რამდენიმე კლუბი ცდილობდა.

“დიახ, ინტერესი იყო, - უთხრა ლაუდრუპმა Sky Sports-ს, - მათ შორის, ტოპ-კლუბებისგანაც, თუმცა უბრალო ინტერესის იქით საქმე არ წასულა. ადრეც ვამბობდი, რომ გუნდში დარჩენა მინდოდა. როცა ჩემი ფეხბურთელები კონტრაქტებს აგრძელებდნენ, შევპირდი, მეც აუცილებლად დავრჩები - მეთქი, ამიტომ გაქცევას არსად ვაპირებ. მგონი ეს ნორმალურია. კარგი სეზონი ჩავატარეთ და დღეს “სუონსის” ამბავი ბრიტანეთის გარდა ევროპაშიც აინტერესებთ.

0.116758