ფეხბურთი

21:14 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაუდრუპი: “მიჩუმ საუკეთესოთა შორის მოხვედრა დაიმსახურა”

უელსური “სუონსის” მთავარი მწვრთნელი მიკაელ ლაუდრუპი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ესპანელი ლიდერი მიჩუ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვედრას იმსახურებდა.

გუშინ, ცნობილი გახდა იმ 6 მოთამაშის ვინაობა, რომელთაგანაც პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდება. კანდიდატთა შორის ვერ მოხვდა მიჩუ, რომელმაც ჩატარებულ 31 თამაშში 17 გოლის გატანა მოახერხა და “სუონსის” რომ პრემიერლიგიდან გავარდნა არ ემუქრება, ეს, დიდწილად, სწორედ მისი დამსახურებაა.

“დავიწყოთ იმით, რომ საკუთარი შეგირდის საუკეთესოთა შორის მოხვედრა ნებისმიერ მწვრთნელს სურს. მივიჩნევ, რომ როდესაც პრემიერლიგის საშუალო დონის გუნდის ახალწვეულს სეზონში 20 გოლზე მეტი გააქვს, ეს უბრალოდ შესანშნავი შედეგია. ვფიქრობ, მიჩუმ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელა შორის მოხვედრა დაიმსახურა.” – ციტირებს ლაუდრუპის სიტყვებს Sky Sports-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126049