ფეხბურთი

22:05 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაუდრუპი: “ლუკაკუს დამატება გვინდოდა”

“სუონსის” მთავარი მწვრთნელი მიკაელ ლაუდრუპი აცხადებს, რომ გასულ ზაფხულში, მის გუნდს რომელუ ლუკაკუს დამატების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ უელსელებმა “ჩელსის” მხოლოდ ერთხელ მიმართეს, რასაც დანიელი სპეციალისტი ნანობს.

“ლუკაკუს შეძენის მცდელობა გვქონდა. “ჩელსიში” ერთხელ გვითხრეს, რომ ფეხბურთელის დატოვებას აპირებდნენ და მეტჯერ აღარ დამირეკავს. შესაძლოა, ეს მეორედაც უნდა გამეკეთებინა.

ლუკაკუ ნამდვილი ტალანტია. ის სწრაფი და ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც ორივე ფეხს კარგად იყენებს და კარგია როგორც საჰაერო ორთაბრძოლებში, ასევე კონტრშეტევების დროს. “ევერტონი” მისით ძალიან გაძლიერდა.” – ციტირებს ლაუდრუპის სიტყვებს Sky Sports-ი.

“ჩელსიდან” “ევერტონში” განათხოვრებული ლუკაკუ ძალიან შედეგიანად თამაშობს. პრემიერლიგის 12 მატჩში მას 8 გოლი აქვს გატანილი.

0.118394