ფეხბურთი

19:51 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაუდრუპი: “ბარსელონასგან” წინადადება არ მიმიღია”

“სუონსის” მთავარი მწვრთნელი მიკაელ ლაუდრუპი აცხადებს, რომ “ბარსელონადან” მას არანაირი შეთავაზება არ მიუღია.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კატალონიური კლუბი ტიტო ვილანოვამ დატოვა, ესპანურ პრესაში 44 წლის სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელების სია გამოქვეყნდა. ჟურნალისტების აზრით, კანდიდატთა შორის მიკაელ ლაუდრუპიც შედის.

“გავრცელებული ჭორების კომენტირება ძალიან მიჭირს. ამ ეტაპზე, “ბარსელონასგან” არანაირი წინადადება არ მიმიღია.” – ციტირებს ლაუდრუპის სიტყვებს BBC.

მიკაელ ლაუდრუპი “ბარსელონაში” 1989-94 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც, მან “რეალს” მიაშურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111884