ფეხბურთი

12:26 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიის თასის “ქართული” ფინალი

რიგის “სკონტო”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, ლატვიის საფეხბურთო თასის ფინალში ითამაშებს. 1/2-ფინალში რიგელებმა შინ დაუგავპილსის “დაუგავა” 4:0 დაამარცხეს. ირაკლი კლიმიაშვილმა “სკონტოში” 90 წუთი იასპარეზა. სასტარტოში იყო ლაშა დვალიც, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს.

დაუგავპილსელებში გიორგი ხუმარაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჩიხრაძე კი, მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. ჯემალ ჯალიაშვილი და ბიძინა ცინცაძე სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდნენ.

“სკონტო” ფინალში “იელგავას” შეხვდება, რომელმაც 1/2-ფინალში “ლიეპაია” დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გიორგი დიაკვნიშვილი გამარჯვებულთა სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაში შესვენების მერე მოუწია.

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-20 ტურში, ლუგანსკის “ზორია”, სადაც ჯაბა ლიპარტია გამოდის, საკუთარ მოედანზე ლვოვის “კარპატის” დაუზავდა (2:2), რომლის ღირსებასაც ბუბა დაუშვილი იცავს.

ლიპარტია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. დაუშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 55-ე წუთზე გააფრთხილეს. ამბროსი ჩაჩუამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ხოლო ევგენი ბოხაშვილი თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო. ორივე მათგანი უკრაინის მოქალაქეა. “ზორია” 36 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. “კარპატი” 27 ქულით მეთერთმეტეა.

“სევასტოპოლმა” ზაპოროჟიეს “მეტალურგს” უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. მათე ღვინიანიძეს, რომელიც ტრავმირებულია, სევასტოპოლელთა შემადგენლობაში არ უთამაშია. დავით დარციმელია კი, დუბლებში ასპარეზობს. “სევასტოპოლი” 28 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

კვიპროსის სუპერლიგის (უმაღლესი ლიგა) ზედა ექვსეულში კვლავ წარუმატებლად თამაშობს ფამაგუსტას “ანორთოსისი”. ამჯერად, ფამაგუსტელები სტუმრად “აპოლონთან” 0:3 დამარცხდნენ. შოთა გრიგალაშვილი “ანორთოსისის” სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 66-ე წუთზე შეცვალეს. ფამაგუსტელები 38 ქულით ზედა ექვსეულში ბოლო ადგილზე არიან.

“ერმისმა” გასვლაზე ნიქოზიის “ომონიასთან” 3:3 ითამაშა. ლევან მაღრაძე სტუმრებში შეუცვლელად გაისარჯა. “ერმისი” 56 ქულით მეოთხეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში, ტურკუს “ინტერი” “როვანიემი პოლოსეურას” ესტუმრა და 0:1 წააგო. ირაკლი სირბილაძე ტურკუელთა რიგებში მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო. “ინტერი” 6 ქულით 12 გუნდში მეექვსეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122687